შედით კურსზე ეროვნული ბანკის სასწავლო პლატფორმა
პირველად ხართ აქ?
გამარჯობა!
თქვენ იმყოფებით საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ სწავლების პლატფორმაზე.
სასწავლო კურსების გასაცნობად საჭიროა შექმნათ ახალი ანგარიში, რომელიც მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
1. მომხმარებლის სახელი ჩაწერეთ მხოლოდ ლათინური, პატარა ასოებით.
2. პაროლი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 8 სიმბოლოსგან, მათ შორის უნდა იყოს სულ მცირე ერთი ციფრი, პატარა ლათინური ასო, დიდი ლათინური ასო და სპეციფიკური სიმბოლო: !@#$%^&*()-_=+[{]};:’“,<.>/? წესების დაცვით შექმნილი პაროლის მაგალითი: tesTuser@24
3. ჩაწერეთ მხოლოდ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი. რეგისტრაციის დასასრულებლად ამ მისამართზე მიიღებთ ბმულს.
4. სახელისა და გვარის ველში მიუთითეთ თქვენი ოფიციალური სახელი და გვარი. აღნიშნული მონაცემი გამოყენებული იქნება კურსის სერტიფიკატის შექმნისთვის.
5. სავალდებულოდ შესავსები ველები მონიშნულია ძახილის ნიშნით - !
6. სავალდებულო ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ - „შექმენი ჩემი ანგარიში“.
7. რეგისტრაციის დასასრულებლად შეამოწმეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა და გადადით მიღებულ ბმულზე.
8. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, სასწავლო პლატფორმაზე შესასვლელად საჭიროა მხოლოდ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება.
9.თუ დაგავიწყდათ პაროლი, დააჭირეთ - „დაგავიწყდა პაროლი?“ ბმულს.
10. პლატფორმაზე შესვლის შემდეგ აუცილებლად დააჭირეთ ღილაკს - „კურსში გაწევრება“, რათა შეძლოთ კურსის ნახვა.
გისურვებთ წარმატებას!